Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინა კვირის რუსეთის პრესის მიმოხილვა


გიორგი კაკაბაძე მოსკოვის სამიტისადმი მიძღვნილ წერილში პირველი დეკემბრის გაზეთი " ნეზავისიმია გაზეტა" აღნიშნავს, რომ სამიტის დაკვნით პრესკონფერენციაზე

გაიმართა თავისებური დისკუსია ედუარდ შევარდნაძესა და ვლადიმირ პუტინს შორის. გაზეთის თქმით, "დამახასიათებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის სამხედროების მიერ განხორციელებულ დაბომბვაზე საუბრობდა როგორც დამტკიცებულ ფაქტზე. რუსეთის პრეზიდენტმა კი საფუძვლიანად უარყო ეს მოსაზრება და სინანულით აღნიშნა, რომ საქართველო იქცა ტერიტორიად, სადაც იმყოფებიან არა მხოლოდ ჩეჩენი, არამედ საერთაშორისო ტერორისტები და რომ რუსეთს მოეპოვება ასეთი ფაქტების მტკიცებულებები."
XS
SM
MD
LG