Accessibility links

logo-print

ჩეხეთის დემოგრაფიული პრობლემები


ელენე ლორთქიფანიძე იმისთვის რომ ხდებოდეს მოსახლეობის განახლება ქალმა თავისი სიცოცხლის მანძილზე 2,1 შვილი უნდა გააჩინოს.

გასული საუკუნის ბოლოს ამ მაჩვენებელმა კლება დაიწყო დასავლეთ ევროპაში ნელნელა, აღმოსავლეთ ევროპაში კი, კომუნიზმის კოლაპსის შემდეგ, მკვეთრად.

1989 წელს საშუალო სტატისტიკური ჩეხი ქალი აჩენდა 1,8 ბავშვს. ეს მაჩვენებელი, თუმცა ღა დაბალი, დასავლეთი ევროპის ბევრი ქვეყნის შობადობის დონეს აღემატებოდა.

მაგრამ 10 წლის მოგვიანებით, 1999 წელს შობადობის დონე 1,3-მდე დაეცა და ჩეხეთი ამ მაჩვენებლის მიხედვით, მსოფლიოში ერთერთ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

იტკა რიხტარიკოვა ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე ამბობს, რომ საჭიროა ევროპის პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში შობადობის უეცარი და მკვეთრი ვარდნის მიზეზების დადგენა.

დასავლეთ ევროპაში ეს ტენდენცია 1960-იანი წლებიდან მოდის, როცა ქალებმა სამუშაოზე გასვლა დაიწყეს. მაგრამ კომუნისტურ ქვეყნებში, მათ შორის ჩეხოსლოვაკიაში, ქალი ყოველთვის, ოჯახის მოვლასთან ერთად, მუშაობდა კიდევაც.

რა მოხდა ისეთი, რომ პოსტ-კომუნისტურმა წყვილებმა ბავშვებზე უარის თქმა ან მათი უფრო გვიან გაჩენა გადაწყვიტეს?

რიხტარიკოვა თვლის, რომ ეს არის ეკონომიკური არასტაბილურობისა და არჩევანის შესაძლებლობების კომბინაცია.

ახალგაზრდა ჩეხი წყვილების წინაშე გაჩნდა კარიერის, განათლებისა და საზღვარგარეთ მოგზაურობის ისეთი შესაძლებოლობანი, რომელიც მათ მშობლებს არც კი დასიზმრებიათ.

ამავე დროს იციან, რომ ბავშვები, ყოველ შემთხვევაში, ერთზე მეტი შვილი მათ ხელ-ფეხს შეუბოჭავს, როგორც თავისუფლების ხარისხის, ისე საოჯახო ბიუჯეტის თვალსაზრისით. აქვე უნდა ითქვას, რომ თუმცა პრაღაში ეკონომიკური ბუმი შეიმჩნევა პოსტ-კომუნისტურ პერიოდში, ჩეხეთი მთლიანობაში 1989 წლის შემდეგ წინ არ წასულა.
რიხტარიკოვა აღნიშნავს, რომ ჩეხეთსა და სხვა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში ერთი მხრივ ხალხს გაუჩნდა ახალი მისწრაფებები -ისინი მოელოდნენ რომ ეკონომიკურად დასავლეთ ევროპას გაუტოლდებოდნენ. მაგრამ როცა ეს არ მოხდა, მათ ამ პრობლემბის გადაჭრა ბავშვების რიცხვის შეკვეცით გადაწყვიტეს.

გამოკითხვებში, ახალგაზრდა წყვილების უმრავლესობა გამოთქვამს ორი შვილის ყოლის სურვილს, მხოლოდ მოგვიანებით.

ეს დისკუსია უკვე 10 წელია მიმდინარეობს, მაგრამ ის ბავშვები, რომელთა მშობლებმა მათი გაჩენა მოგვიანებით გადაწყვიტეს, დღემდე არ მოევლინენ ამ ქვეყანას.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ჩეხეთის რესპუბლიკაში და ის, ერთი შეხედვით, ფრიად დადებთი უნდა იყოს. როგორც რიხტარიკოვა აღნიშნავს:

[რიხტარიკოვა ხმა] "ჩეხეთის რესპუბლიკა არის ერთადერთი პოსტ-კოსუნსიტური ქვეყანა, სადაც სიუვდილიანობა საგრძნობლად კლებულობს, განსაკუთრებით ხანდაზსულ მოსახლეობაში. მოხუცთა რიხვი იზრდება, მეორე მხრივ კი -ახალშობლილთა რიცხვი კლებულობას."

ამ ტენდენციას მომავალში სერიოზული ეკონომიკური შედეგები იქნება, მათ შორის სამუშაო ძალის შემცირება და სახელმწიფო საპენსიო სისტემის მოშლა. ჩეხეთის საპენსიო ფონდს უკვე დღეს აქვს 500 მილიონი დოლარის დეფიციტი.

ჩეხი ექსპერტის დევიდ მარეკის სიტყვით, ამჟამად 2,33 მუშაკი ინახავს ერთ პენსიონერს - ამ შეფარდებას "ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი" ეწოდება. ეს იდნქსი აგრეთვე კლებულობს და მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის 1,33 გახდება. მაშინ როცა 65-თ წელს აცილებული ადამიანები დღეს ჩეხეთის მოსახლეობის 14-ტ პროცენტს შეადგენენ, 30 წლის განმავლობაში ეს წილი 25- თ პროცენტამდე გაიზრდება. და თუმცა დასავლეთ ევროპას მსგავსი პრობლემები აქვს, ჩეხეთში ეს უფრო სერიოზულია, მისი სუსტი ეკონომიკის გამო.

რა პოლიტიკას აირჩევს ჩეხეთის ხელისულება ამ სიტუაციისგან თავის დასაღწევად? ჩეხეთის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ სპიდლა თვლის, რომ საჭიროა დემოგრაფიული ტენდენციის მიმართულების შეცვლა, რისთვისაც ბავშვების სუბსიდირებას თავაზობს. მისი წინადადებით, თითეული ახლადდაბადებული ბავშვის სახელზე სახელმწიფო დასდებს 1300 დოლარს, რომელსაც ის 18 წლის ასაკში მიიღებს პროცენტებიანად და შეძლებს მის გამოყენებას განათლებაზე, საბინაო ან სხვა საჭირო პრობლემის მოსაგვარებლად.

ეს წინადადება ჯერჯერობით არ ყოფილა მიღებული პარლამენტში, მაგრამ კრიტიკა უკვე მრავალი მხრიდან გაისმა.

მემარჯვენე პარტიებმა ეს დაუშვებელ ფუფუნებად ჩათვალეს. მარეკიც სკეპტიკურად უყურებს მას. მისი თქმით, ეს სახელმწიფოს უამრავი ფული დაუჯდება, მაგრამ სასურველ შედეგს არ მოიტანს. სახელმწიფო ხარჯების გაზრდა გამოიწვევს გადასახდების ზრდას, და შედეგად, მოსახლეობის დაზოგვის უნარი შემცირდება. მარკეი თვლის, რომ უკეთესი ზომა იქნება გადასახადების შემცირება. ოჯახებს დარჩება მეტი ფული და ბავშვების ყოლის მოტივაციაც გაიზრდება.

რიხტარიკოვა კი თვლის, რომ მთავრობა უნდა ისწრაფოდეს ეკონომიკური დონის ისეთნაირად გათანაბრებისკენ, რომ ოჯახი, რომელსაც ერთზე მეტი შვილი ჰყავს, არ გრძნობდეს თავს დაჩაგრულად, უშვილო ან ერთი შვილის მყოლ წყვილთან შედარებით.

[რიხტარიკოვას ხმა] "ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ სოციალური დახმარების პროგრამები და საოჯახო პოლიტიკა. სოციალური დახმარების პროგრამებით ეხმარებიან ეკონმიკურად სუსტ ოჯახებს, ადამიანებს და ადამიანების ჯგუფებს. ხოლო საოჯახო პოლიტიკის მიზანია, ცხოვრების პირობების მხრივ სხვაობის შემცირება უშვილო და შვილიანი ოჯახებს შორის. თუმცა შვილიანი ოჯახი ვერასოდეს მიაღწევს უშვილო ოჯახის ფინანსური კეთილდღეობის დონეს."

მარკის იდეით საჭიროა სახელმწიფო საპენსიო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა ანუ კერძო სავალდებულო დაზოგვის ანგარიშების გახსნა. ამ დანაზოგის დოზირებული გაცემა პენსიაში გასვლის შემდეგ დაიწყება.

ექსპერტებიც უჭერენ მხარს აზრს, რომ სახელმწიფო პენსიებს, მიმდინარე დემოგრაფიული ტენდენციის მხედველობაში მიღებით, აუცილებლად უნდა დაემატოს კერძო დანაზოგები.

მაგრამ უმრავლესობა მაინც მოელის, რომ პენსები სრულად სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს. და ეს აზრი განსაკუთრებით განმტკიცებულია პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, სადაც ბანკების გაკოტრებისა და ამასთან დაკავშირებული სკანდალების ხშირი შემთხვევების შედეგად, საზოგადოება არ ენდობა კერძო საფინანსო ინსტიტუციებს.
XS
SM
MD
LG