Accessibility links

პარლამენტის სპიკერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით

პარლამენტის სპიკერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქართველი დეპუტატები არ აპირებენ გადასინჯონ 11 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ.

ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ რუსეთის “ნეზავისიმაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სპიკერის თქმით, მშვიდობისდამცველებმა ვერ გაამართლეს მანდატი და თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს.

მშვიდობისდამცველები კონფლიქტის ზონაში 1994-ი წლიდან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG