Accessibility links

logo-print

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებსა და


ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს ზედიზედ მეორე დღეა, იერიშები მიაქვთ პალესტინელთა თვითმმართველობის უშიშროების სამსახურის შენობებზე.

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს ზედიზედ მეორე დღეა, იერიშები მიაქვთ პალესტინელთა თვითმმართველობის უშიშროების სამსახურის შენობებზე.
იერიშების შედეგად დაიღუპა ორი, ხოლო დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

შვეულმფრენებმა ცეცხლი გაუხსნეს შენობებს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქებში: სალფიტში, ტულკარმში, კალკილიასა და რამალაში. ღაზის სექტორში იერიშები მიტანილ იქნა თვით ღაზასა და ხან-იუნისში მდებარე ობიექტებზე.

წუხელ გამართულ საგანგებო სხდომაზე ისრაელის მთავრობამ პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლება “ტერორიზმის მხარდამჭერ სტრუქტურად” გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს და კვირას, იერუსალიმსა და ჰაიფაში მოწყობილი ტერაქტების შედეგად, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG