Accessibility links

logo-print

ავღანეთის მომავალი მთავრობის საკითხებზე, ბონში


ავღანეთის მომავალი მთავრობის საკითხებზე, ბონში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებმა მიაღწიეს შეთანხმებას დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებისა და ქვეყანაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განთავსების შესახებ.

ავღანეთის მომავალი მთავრობის საკითხებზე, ბონში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებმა მიაღწიეს შეთანხმებას დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებისა და ქვეყანაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განთავსების შესახებ.


გაეროს წარმომადგენლის, აჰმად ფავზის განცხადებით, დროებითმა ადმინისტრაციამ ავღანეთი ექვსი თვის მანძილზე უნდა მართოს, რის შემდეგაც მოიწვევენ ავღანური ტომების უხუცესთა საბჭოს, “ლოია ჯირგას”, და ჩამოაყალიბებენ გარდამავალ მთავრობას.

[ფავზის ხმა] “ახლა უკვე ხელთა გვაქვს გზამკვლევი, რომელიც თავისუფალი და დამოუკიდებელი ავღანეთის გზას მიგვითითებს და რომელიც ორწელიწადნახევრის შემდეგ, ვიმედოვნებთ, ახალ კონსტიტუციამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებამდე მიგვიყვანს.”

დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაზე პრეტენზიას ოთხი კანდიდატი აცხადებს: პუშტუნთა ტომის ავტორიტეტიანი ლიდერი ჰამიდ კარზაი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, სიბღატულა მოჯადედი, პუშტუნების სულიერი ლიდერი, პირ საიედ აჰმად გაილანი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ეთნიკური უზბეკი აბდულ სათარ სირათი. თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. გამარჯვების ყველაზე რეალურ პრეტენდენტად ექსპერტები ჰამიდ კარზაის მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG