Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთვარობის ფორმირებით უკმაყოფილო სტუდენტები საპროტესტო აქციებს ანახლებენ


5 დეკემბერს ისინი, ცალკეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმესაათიანი გამაფრთხილებელი აქციით შემოიფარგლნენ

სადაც საქართველოს პარლამენტი გარდაცვლილად გამოაცხადეს და მის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. სტუდენტები დროებით დაიშალნენ, ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

5 დეკემბრის გამაფრთხილებელი აქცია დიდი ხალხმრავლეობით არ გამოირჩეოდა. პარლამენტის შენობის წინ ხელისუფლებისადმი პროტესტი მხოლოდ ასიოდე სტუდენტმა და ცალკეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლება გამოხატეს.

სტუდენტების გვერდით ეროვნულ ძალთა გაერთიანების წევრები იდგნენ, მაგრამ ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია იყო. გამაფრთხილებელი საპროტესტო გამოსვლა, რომელსაც წინ უძღვოდა ფაქტიურად ძველი მთავრობის დამტკიცება და ზოგიერთი დეპუტატის მოთხოვნა ნოემბრის სტუდენტური მღელვარების მიზეზების და მიზნების გამოძიების შესახებ.

ნომებრის დიდი მღელვარება კი, რომელსაც შედეგად მხოლოდ რამდენიმე მინისტრის შეცვლა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოჰყვა, ხელისუფლების რეალური რეორგანიზაციის მოლოდინით ჩაწყნარდა.

მაშინ სტუდენტთა აქციაზე ჩასული დეპუტატები თითქოსდა ერთსულოვანი იყვნენ იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების მოთხოვნების რეალიზაციისთვის, უკეთესი მთავრობის ფორმირებისთვის და ქვეყნის აღმშენებლობისთვის იბრძოლებდნენ, მაგრამ დაპირებული ბრძოლა არ შედგა.

პარლამენტმა ძველი მინისტრები ძველებურად რიხინრიხინით დაამტკიცა. ამდენად სტუდენტთა გამაფრთხილებლ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესაც მოუწია ეთქვა, რომ დეპუტატებს სტუდენტების წინაშე სალაპარაკო აღარაფერი დარჩათ. " დღეს ძალიან ძნელია მათი გადარწმუნება" - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. მთავრობის ფორმირებამ იმედები ნინო ბურჯანაძესაც გაუცრუა, ის მოქმედი პარლამენტისგან რატომღაც უფრო მეტს მოელოდა: [ნინო ბურჯანაძე-ხმა] " მე ეს ძალიან კარგად მესმის და თავად ვაცხადებ, რომ პარლამენტისგან მეტ ერთსულოვნებას მოველოდი, მაგრამ სამწუხაროდ გავხდით ისეთი სიტუაციის თვითმხილველნი, რომელიც საკმაოდ ძნელადასახსნელია."
ამ ძნელადასახსნელ მდგომარეობას სტუდენტები იოლად ხსნიან: [სტუდენტი-ხმა] ‘ პარლამენტმა კიდევ ერთხელ მოგვატყუა და ფაქტიურად ისევ ის მთავრობა დანიშნა, ერთადერთი ხნის გზა მთვრობის სტრუქტურის შეცვლაშია."

სტუდენტები საარჩევნო კანონის შეცვლას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ისინი იმუქრებიან, რომ თუ პარლამენტი ამ მოთხოვნების რეალიზაციისთვის ზრუნვას არ დაიწყებს , დიდ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ.

"საქართველოს პარლამენტი აღარ ჰყვას, ის გარდაიცვალა"- ითქვა 5 დეკემბრის გამაფრთხილებელ აქციაზე. სტუდენტებმა პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს და წუთიერი დუმილით მისი გარდაცვალება აღნიშნეს. ამ დროს პარლამენტის შენობის შიგნით ქვორუმის არარსებობას განიცდიდნენ და თან ჯიუტად ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ ვადამდელი არჩევნები საჭირო არაა.
XS
SM
MD
LG