Accessibility links

logo-print

დღეს ბონში

დღეს ბონში დღეს ბონში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის თაობაზე. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, გაეროსა და მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები.

დროებით ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს პუშტუნთა ერთ-ერთი ლიდერი ჰამიდ კარზაი. დროებითი ხელისუფლება ავღანეთს მართავს ნახევარი წლის მანძილზე, რის შემდეგაც ავღანეთის ყველა ტომის ლიდერთა საკრებულო – ”ლოია ჯირგა” – შეიმუშავებს სახელმწიფო მოწყობის ახალ პრინციპებს. დროებითი აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში შევა 30 ადამიანი – 11 პუშტუნი, 8 ტაჯიკი, ჰაზარელების 5 წარმომადგენელი, 3 უზბეკი, აგრეთვე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები. ადმინისტრაცია მოვალეობათა შესრულებას უნდა შეუდგეს 22 დეკემბერს.
XS
SM
MD
LG