Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ანტიტერორისტული კამპანიის შემდგომი ფაზისა და სხვა ქვეყნებზე მისი გავრცელების შესახებ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ანტიტერორისტული კამპანიის შემდგომი ფაზისა და სხვა ქვეყნებზე მისი გავრცელების შესახებ.
ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ისმაილ ჯემთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე პაუელმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ამჟამად არ გეგმავს სამხედრო ოპერაციას ერაყის წინააღმდეგ, მიუხედავად არსებული ინფორმაციისა, რომ ბაღდადი მრავალი წლის მანძილზე უწყობდა ხელს საერთაშორისო ტერორიზმს. [პაუელის ხმა] ”ჩვენ აგრეთვე ვიცით, რომ ერაყი წლების განმავლობაში უწყობდა ხელს ტერორიზმს და ეს კვლავაც ჩვენი წუხილის საგანს წარმოადგენს. მაგრამ პრეზიდენტს არ მიუღია გადაწყვეტილება ტერორიზმის წინააღმდეგ ჩვენი კამპანიის შემდგომი ფაზის თაობაზე და არც იმაზე, მიმართული იქნება თუ არა იგი რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მას არც რაიმე რეკომენდაცია მიუღია თავისი მრჩევლებისგან, თუ რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში,”განაცხადა კოლინ პაუელმა. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო პაუელმა იმედი გამოთქვა, რომ პალესტინის ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი ძალისხმევას არ დააკლებს ისრაელთან დაზავებას. პაუელი ევროპისა და შუა აზიის რიგ ქვეყნებში მოგზაურობს. პარასკევს ბრიუსელში იგი მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირში.
XS
SM
MD
LG