Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელმა ტერორისტმა ბომბი ააფეთქა ძველ


პალესტინელმა ტერორისტმა ბომბი ააფეთქა ძველ ქალაქში, დიდი სასტუმროს მახლობლად, მეფე დავითის ქუჩაზე. ტერორისტი დაიღუპა, სულ ცოტა რვა ადამიანი დაშავდა.

პალესტინელმა ტერორისტმა ბომბი ააფეთქა ძველ ქალაქში, დიდი სასტუმროს მახლობლად, მეფე დავითის ქუჩაზე. ტერორისტი დაიღუპა, სულ ცოტა რვა ადამიანი დაშავდა.
აფეთქების დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ იერუსალიმის მერი ეჰუდ ოლმერტი და ისრაელის კაბინეტის სამი წევრი. ექსპერტების აზრით, ტერორისტმა ვერ გაიანგარიშა დრო – ბომბი აფეთქდა, როცა ქუჩაში შედარებით ნაკლები ხალხი იყო. გუშინ ისრაელის ავიაციამ სარაკეტო დარტყმები მიაყენა პალესტინელთა ობიექტებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში. დაიღუპა სამი პალესტინელი, 150 ადამიანი დაიჭრა. ოპერაცია ჩატარდა პასუხად ამასწინანდელ ტერაქტებზე იერუსალიმსა და ჰაიფაში, რომელთა შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა მიწისქვეშა საცავს შეაფარა თავი ქალაქ რამალაში მას მერე, რაც ისრაელის რაკეტები 50 მეტრის მოშორებით აფეთქდა შენობიდან, სადაც იგი იმყოფებოდა. მოგვიანებით მან ისრაელის ხელისუფალთ ბრალი დასდო, რომ ისინი მას პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას არ აძლევენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის შიმონ პერესის თქმით, ისრაელი დათანხმდა იასირ არაფატის თხოვნას, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, რათა დრო მისცეს მას ტერორისტების წინააღმდეგ ზომების მისაღებად.
XS
SM
MD
LG