Accessibility links

logo-print

ავღანელი თალიბების ხელმძღვანელობა მზად არის


ავღანელი თალიბების ხელმძღვანელობა მზად არის, დათმოს თავისი ბოლო საყრდენი: სამხრეთი ავღანეთის ქალაქი ყანდაარი. ამის შესახებ გამოაცხადა პაკისტანში თალიბების ყოფილმა ელჩმა, აბდულ სალამ ზაიფმა.

ავღანელი თალიბების ხელმძღვანელობა მზად არის, დათმოს თავისი ბოლო საყრდენი: სამხრეთი ავღანეთის ქალაქი ყანდაარი. ამის შესახებ გამოაცხადა პაკისტანში თალიბების ყოფილმა ელჩმა, აბდულ სალამ ზაიფმა.
მისი თქმით, თალიბები ქალაქს პუშტუნთა შეიარაღებული ძალების მხოლოდ ერთ მეთაურს, მოლა ნაყიბ ულას ჩააბარებენ; და არა ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჰამიდ კარზაის.

მანამდე გავრცელებულ ცნობებში საუბარი იყო თალიბანის ხელმძღვანელობის მოლაპარაკებაზე კარზაისთან. პენტაგონის წარმომადგენლის, ვიქტორია კლარკის განცხადებით, მხარეთა შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ შეთანხმების მიღწევის ფაქტი მას არ დაუდასტურებია.

ამასობაში, აღმოსავლეთ ავღანეთში, ჯალალაბადის მახლობლად მდებარე თორა ბორას რაიონში, ბრძოლა გრძელდება. შეერთებული შტატების ავიაცია ბომბავს მთიან რეგიონს, რომელსაც, ამერიკელთა ვარაუდით, თავს აფარებენ ოსამა ბინ ლადენი და მისი თანამოაზრეები.
XS
SM
MD
LG