Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ


ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ გრიგოლ ხურცილავას მითითებით პოლიციამ დღეს დილით მკვლელობის იარაღი, მასრა და მოკლულის ბინის გასაღები ამოიღო.

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ გრიგოლ ხურცილავას მითითებით პოლიციამ დღეს დილით მკვლელობის იარაღი, მასრა და მოკლულის ბინის გასაღები ამოიღო.

დღესვე გამართულ ერთობლივ პრესკონფენეციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა, და გენერალურმა პროკურორმა, ნუგზარ გაბრიჩიძემ, არ დააკონკრეტეს, საიდან იქნა ამოღებული აღნიშნული იარაღი. გენპროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი მკვლელობის იარაღის ტიპს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებენ, თუმცა, როგორც მინისტრი დასძენს, საქართველოში რეგისტრირებულია მსგავსი ტიპის იარაღის მხოლოდ 500 ერთეული.
პრაიმ ნიუსის სააგენტოს მოჰყავს ნარჩემაშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სწორედ ამ იარაღების მფლობელთა შესწავლით გახდა შესაძლებელი ეჭვმიტანილად გრიგოლ ხურცილავას დასახელება.
გენპროკურორის თქმით, ეჭვმიტანილი ჩვენებაში მიუთითებს, რომ გიორგი სანაიას იცნობდა მხოლოდ როგორც ტელეჟურნალისტს და მასთან პირადი ნაცნობობა არ აკავშირებდა.
XS
SM
MD
LG