Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიებზე ცხარე შეტაკებები


პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიებზე ცხარე შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებსა და ადგილობრივ პოლიციას შორის.

პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიებზე ცხარე შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებსა და ადგილობრივ პოლიციას შორის.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებამ შინა პატიმრობა მიუსაჯა “ჰამასის” ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერს, შეიჰ აჰმედ იასინს. შეტაკებებში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. იასინის დაპატიმრება მოჰყვა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას, ტერორიზმთან ბრძოლის სასწრაფო ზომების გასატარებლად 12 საათი მიეცა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატისთვის. ტერორიზმის ალაგმვის მოთხოვნით პალესტინელთა ხელმძღვანელებს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმაც მიმართა. დღესვე, ისრაელის არმიის ორი ტანკი ერთი კილომეტრით შეიჭრა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს იყო პასუხი პალესტინელთა აქციაზე, რომლის დროსაც მათ, ნაღმსატყორცნებით, ცეცხლი გაუხსნეს ხსენებულ რაიონში მდებარე ებრაელთა დასახლებას.
XS
SM
MD
LG