Accessibility links

logo-print

ეუთოს ორდღიანი კონფერენცია ბუქარესტში


სამშაბათს - ოთხ დეკემბერს, ბუქარესტში დამთავრდა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ყოველწლიური ორდღიანი კონფერენცია

ეუთოს 55-ტი წევრი - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, კონფერენციის დამთავრებისას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი სამოქმედო პროგრამა მიიღეს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - მირჩა ჯოანამ, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეობს ამჟამად, განაცხადა, რომ ანტი - ტერორისტული სამოქმედო პროგრამის მიღება შეერთებული შტატების წინააღმდეგ 11 სექტემბერს განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმამ განაპირობა. ჯოანას თქმით, განვლილი სამი თვის განმავლობაში ეუთოს მესვეურთა ყურადღება ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში მომხდარი ტერაქტებისკენ იყო მიპყრობილი. მირჩა ჯოანას მიაჩნია, რომ ამ თავდასხმებმა არა მარტო შეერთებული შტატების უშიშროებას შეუქმნა საფრთხე, არამედ ”ჩვენს საერთო ფასეულობებს, უშიშროებასა და სტაბილურობასაც დაემუქრაო”.

როგორც კონფერენციის დასკვნით დოკუმენტშია აღნიშნული, ეუთოს სამოქმედო პროგრამა ტერორიზმის გამომწვევი მიზეზების აღსაკვეთადაა გამიზნული, რისთვისაც პირველ რიგში პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და სოციალურ უთანასწორობას უნდა მოეღოს ბოლო.

კონფრენციის დასკვნით დოკუმენტში ეუთოს წევრი - ქვეყნები აცხადებენ, რომ ხელს მოაწერენ გაეროს ყველა - თორმეტივე ანტი - ტერორისტულ კონვენციასა და ოქმს, რომლებიც მომავალი წლის ბოლომდე იქნება მიღებული. ეუთოს წევრი - ქვეყნები კისრულობენ ამასთანავე ვალდებულებას - ტექნიკური და ფინანსური დახმარება გაუწიონ შუა აზიის ქვეყნებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

შვიდგვერდიან დოკუმენტში აღწერილია, როგორ უნდა მოხდეს ეუთოს წევრ - ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა, რათა ხსენებულმა ორგანიზაციამ არსებითი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის საქმეში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა - ქოლინ პაუელმა, რომელიც ბუქარესტში დამთავრებულ კონფერენციას ესწრებოდა ქებით მოიხსენია 1975 დაარსებული ეუთოს საქმიანობა განვლილი 25 წლის მანძილზე და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ითანამშრომლოს ეუთოს ყველა წევრ-სახელმწიფოსთან, რათა ეს საერთაშორისო ორგანიზაცია კვლავაც დარჩეს ”თავისუფლების მამოძრავებელ ძალად”:

”ეუთოს ყველა-55-ტივე წევრი-ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ქვეყანაა დღეს, და თავად შეუძლია საკუთარი პოლიტიკური ხაზის არჩევა 21-ე საუკუნეში. არ უნდა დავივიწყოთ ის მსხვერპლი, მამაცმა ადამიანებმა რომ გაიღეს, როცა არ შეუშინდნენ ტოტალიტარულ რეპრესიებს და ჰელსინკის შეთანხმებათა შესრულება მოითხოვეს. შეერთებული შტატები მზადაა ითანამშრომლოს ყოველ თქვენგანთან, რათა ეუთო კვლავაც დარჩეს თავისუფლების, ეკონომიკური აღორძინებისა და მშვიდობის მამოძრავებელ ძალად ევროპასა და მთელს მსოფლიოში”.

ქოლინ პაუელმა კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ მიმდინარე ანტი-ტერორისტულ კამპანიაში ვაშინგტონს მსოფლიო მრავალი სახელმწიფო ამოუდგა მხარში და თან მოუწოდა ეუთოს წევრ-ქვეყნებს არ დაიშურონ ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ-ქრის პატენმა ასევე მოუწოდა ევთოს წევრ-ქვეყნებს-
უფრო ინტენსიურად წარმართონ ბრძოლა
ტერორიზმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG