Accessibility links

logo-print

ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ

ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ სამი დაიჭრა დღეს, ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო კომპლექსის საიუველირო მაღაზიის შეიარაღებული ძარცვისას ბოროტმოქმედებსა და პოლიციას შორის ატეხილი სროლის დროს.

ამის შესახებ ქუთაისიდან იტყობინება პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი. თვითმხილველთა თქმით, ყაჩაღების ჯგუფი, რომელმაც მაღაზიიდან დიდი ოდენობით ოქროს სამკაული გაიტაცა, ოთხი წევრისგან შედგებოდა. პოლიციელებმა მძარცველთა დაკავება სცადეს, მაგრამ ყაჩაღებმა მათ სროლით უპასუხეს. დაჭრილები ქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს.
XS
SM
MD
LG