Accessibility links

ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად, დააკავეს


ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად, დააკავეს სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც დიდი დანით იყო შეიარაღებული, ხოლო მანქანაში დამალული ჰქონდა დატენილი იარაღის რამდენიმე ერთეული.

ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად, დააკავეს სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც დიდი დანით იყო შეიარაღებული, ხოლო მანქანაში დამალული ჰქონდა დატენილი იარაღის რამდენიმე ერთეული.
შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ცნობით, 25-26 წლის მამაკაცი საეჭვოდ მიდი-მოდიოდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის რეზიდენციის ჯიშკართან. ჩხრეკისას მამაკაცს დანა უპოვეს, რის შემდეგაც მან საიდუმლო სამსახურის აგენტებს უთხრა, მანქანაში კიდევ მეტი იარაღი მაქვსო. თეთრი სახლის პრეს-მდივნის, არი ფლაიშერის განცხადებით, პრეზიდენტ ბუშს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ ტერიტორია სატვირთო მანქანის გარშემო ორი საათით გადაკეტილ იქნა. მანქანაში აღმოჩნდა ორი შაშხანა (ერთი მათგანი ოპტიკური სამიზნით), პისტოლეტი, მუზარადი და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი. იარაღის ორი ერთეული დატენილი იყო. ავტომანქანის მძღოლი დააკავეს.
XS
SM
MD
LG