Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის საყრდენი თბილისის საკრებულოში


დავით პაიჭაძე 7 დეკემბერს თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია დაფუძნდა: ნაციონალური მოძრაობა დედაქალაქისათვის. ფრაქცია საკრებულოს სამი დეპუტატისგან შედგება

ერთი ყოფილი ლეიბორისტია, ორი _ ყოფილი მოქალაქე. საქართველოს ნებისმიერი დონის საკანონმდებლო ორგანოში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დეპუტატ მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული ნაციონალური მოძრაობა ორგანიზაციულ ფორმას იძენს.

ომარ აბულაძე, კობა ბექაური, მირზა გელაშვილი - თბილისის საკრებულოს ეს სამი დეპუტატი ამიერიდან სააკაშვილის დასაყრდენს წარმოადგენს დედაქალაქის თვითმმართველობის ორგანოში. თუმცა, თავად სააკაშვილი წინააღმდეგია ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ მის სახელთან ასოცირდებოდეს; ვაკის დეპუტატის თქმით, მათი მიზანია მრავალი ლიდერის და ფიგურის აღმოჩენა, მოძრაობაში ფართო საზოგადოების ჩართვა. თბილისით ფრაქციების შექმნა მხოლოდ იწყება [სააკაშვილის ხმა]:

ახალი ფრაქციის თავმჯდომარემ, კობა ბექაურმა კი ჩამოთვალა ის პრინციპები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ახსენებდა [ბექაურის ხმა]:

ფრაქციის ორი დანარჩენი წევრი თავმჯდომარეს მჭევრმეტყველებაში ცოტა ჩამოუვარდებოდა; ამდენად, მისი ჩართვა თანამოაზრეთა გამოსვლაში გამართლებული იყო; ჩვენ კითხვით მივმართეთ ფრაქციის წევრს, ომარ აბულაძეს - მან, როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონის საბინაო-კომუნალური გაერთიანების უფროსმა რა დახმარება აღმოუჩინა მიხეილ სააკაშვილს ვაკის არჩევნებში გამარჯვებისას. აი, მისი პასუხი:

დასასრულ. დავძენ, რომ ჩემს კითხვაში გაყალბება არ მიხსენებია.
XS
SM
MD
LG