Accessibility links

logo-print

ისრაელი უარს ამბობს, შეწყვიტოს პალესტინელთა


ისრაელი უარს ამბობს, შეწყვიტოს პალესტინელთა ობიექტების დაბომბვა, აცხადებს რა, რომ პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს ტერორიზმის აღმოსაფხვრელად.

ისრაელი უარს ამბობს, შეწყვიტოს პალესტინელთა ობიექტების დაბომბვა, აცხადებს რა, რომ პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს ტერორიზმის აღმოსაფხვრელად.
საჰაერო იერიშების შეწყვეტის თხოვნით ისრაელის მთავრობას დღეს მიმართეს პალესტინელთა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელებმა. თვითმმართველობის ლიდერთა მტკიცებით, მათ სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფების 180-მდე წევრი დააკავეს. გუშინ ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეჩერებინა საჰაერო იერიშები და, ტერორიზმთან ბრძოლის სასწრაფო ზომების გასატარებლად, 12 საათი მიეცა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატისთვის.
მაგრამ როგორც დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შიმონ პერესმა განაცხადა, არაფატი საკმარისად არ ზრუნავს ტერორისტების ასალაგმად. ამიტომ დღეს დილით ისრაელის შვეულმფრენებმა განაახლეს იერიშები და ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელთა პოლიციის შენობას ქალაქ ღაზაში. ამ იერიშის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG