Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პრეზიდენტმა, ბორის ტრაიკოვსკიმ, დღეს


მაკედონიის პრეზიდენტმა, ბორის ტრაიკოვსკიმ, დღეს ამნისტია გამოუცხადა პატიმრობაში მყოფ კიდევ 22 ალბანელ მეამბოხეს.

მაკედონიის პრეზიდენტმა, ბორის ტრაიკოვსკიმ, დღეს ამნისტია გამოუცხადა პატიმრობაში მყოფ კიდევ 22 ალბანელ მეამბოხეს.
პირველ 11 მეამბოხეს ამნისტია ამ ორიოდე დღის წინათ გამოუცხადეს.
დღეს პარლამენტმა გადადო დებატები ახალ კანონპროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაში მოწვეულ უნდა იქნეს საერთაშორისო კონფერენცია ქვეყნისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევის საკითხებზე. დასავლელი ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებული ამ პროექტის თანახმად, ქვეყნის რეგიონებს, მიმდინარე საკითხების გადაწყვეტისას, არსებულზე მეტი დამოუკიდებლობა უნდა მიენიჭოს.
XS
SM
MD
LG