Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ყოფილმა კომკავშირულმა ლიდერმა, 37


ცხინვალის ყოფილმა კომკავშირულმა ლიდერმა, 37 წლის მეწარმემ, ედუარდ კოკოევმა, გაიმარჯვა სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ცხინვალის ყოფილმა კომკავშირულმა ლიდერმა, 37 წლის მეწარმემ, ედუარდ კოკოევმა, გაიმარჯვა სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრის მეორე ტურში, რომელიც გუშინ გაიმართა, კოკოევმა ხმების 55 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, 46 წლის სტანისლავ კოჩიევმა – 40 პროცენტი. დღეს კოკოევმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტი შესთავაზა ოსების საერთაშორისო კონგრესის აღმასკომის თავმჯდომარეს, 56 წლის რევაზ ხუგაევს. როგორც კოკოევმა პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტს განუცხადა, იგი საქართველოსთან “სახელშეკრულებო ურთიერთობების” დამყარებას აპირებს. მისივე თქმით, “სამხრეთი ოსეთი თავისუფალი და დამოუკიდებელია”.
XS
SM
MD
LG