Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქულ-სომხური კომისია 1915 წელს მასობრვი დახოცვის შესწავლას ცდილობს


სომხეთისა და თურქეთის გამოჩენილმა ადამიანებმა, წამოიწყეს მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ამ ორ მოქიშპე ქვეყანას შორის შერიგების საწინდარი შეიძლება გახდეს.

თურქულ-სომხური კომისიის წევრებმა ნიუ ორკში გამართეს შეხვედრა, რომლის მიზანი იყო, საერთაშორისო სამართლის ექვპერტექის დახმარებით გაცემოდლა პასუხი შეკითხვას, შეიძლება თუ არა ოსმალეთის იმპერიაში სომხეთა მასობრივი დახოცვის გენოციდად შეფასება.

ამერიკელი მეცნიერს დევიდ ფილიპსი უძღვებოდა ოთხ დღიან შევხედრას, რომლის მონაწილეებმა ნიუ იორკშიდაფუძნებულ ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას სთხოვეს დაეწერა ანგარიში, რომელშიც შეფასებული იქნებოდა, იყო თუ არა გენოციდის თავიადან აცილების და დამნაშავეთა დასჯის შემახებ გაეროს 1948 წლის კონვენცია სომეხთა ჟლეტას 1900ს ათიან წლებში.

კომიის სომეხთა წევრებმა განაცხადეს, რომ ნეტირალური მხარის შეფასება ამ მოვლენისა, მნიშვნელოვანი ელემენტიიქნება სომხეთის და თურექთის დიალოგის გაფართოების საქმეში. დიალოგისა, რომელსაც შერთებული შტატების უწევს შუამავლობას.

სომეხი, ასევე სხვა ისტორიკოსების თანახმად, მილიონ ნახევარი სომეხი ეროვნების ადამიანი იქნა მოკლული ოსმალეთის იმპერიაში. თურქეთი უარყობს, რომ ეს იყო გენოციდი და აცხადებს, რომ მხოლოდ 300სი დაიხოცა.ამასთან ანკარა არ უარყოფს, რომ სრომხების დასჯა იმის გამო მოხდა, რომ ისინი მეორე მსოფლიო ომში ოსმალეთის მოწინააღმდეგე რუსეთის ჯართან თანამშრომლობდენენ.
შერიტგების კომისიაში ათიკაცია, მათ შორის ორი ყოფილი საგარეო სამქეთა მინისტრი. მისი მიზანი, როგორც ვთქვით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისთვის უკთესი საფუძვლის შექმნაა. ამასთან, თავიდან, წევრები არ აპირებდენენ ამ მტკივნეულ საკითხზე, გენოციდის ყოფნა არ ყოფნაზე, დისკუსიის გამართვას. მაგრამ ის ფაქტი,რომ მათ მიმართეს ნიუ იორკის საერთაშორისო ცენტრს, რომელიც მსგავს
სადაო საკითხებს იურიდიულ შეფასებას აძლევს, იმაზე მეტყველებს, რომ კომისია ამ თემას გვერდს ვერ აუვლის.

ამ კომიის ერთ ერთი წევრი, სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრ არზუმნანიანი ამბობს, რომ კომისა ამ თემაზე იმსჯელებს. სხვა წევრი, მოსკოველი ცნობილი პოლიტოლოგი, ანდრინიკ მიგრანიანი ფიქრობს, რომ თუკი უცხოელი ექსპერტები აღირებენ, რომ ეს გენოციდი იყო, შერიგების პროცესი ძალიან დიდ წინსვლას განიცდის და სომხებისთვის პოლიტიკური და სამხედრო გამარჯვება იქნება:

[მიგრანიანი ორიგინალი] "საინტერესოა, რომ არზუმანიაცია და მიგრანიანიც, ფიქრობენ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ექსპერტების დასკვნა, ისინი, კომიის სომეხი წევრები, თავიანთ აზრს არასოდეს შეიცვლიან."

მაგრამ, ამბობს ყოფილი მინისირი, ასევე ფიქრობენ, თურქებიც, ისინიც არ აპირებენ აღიარონ ეს მოვლენა გენოციდად, როგორი ანგარიშიც არ უნდა წარადგინოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა. მეტიც, სომეხთა ბევრი წარმომადგენლი, ასევე სომხურიდიასპორა უცხოეთში მიიჩნევს, რომ კომიის შექმნა მხოლოდ თურქეთის ეშმაკობაა, რათა დასავლეთის ქვეყნების პარამენტებს გადაფიქრებინოს გენოციდის რეზოლუციის მიღება.

სხვათა შორის სომხეთის მთავრობაც სკეპტიკურადაა განწყობილი შერიგების კომიის წარმატების თაობაზე.

სომხეთის ახლანდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვართან ოსკანიანმა გააფრთხმილა კომიის წევრები:

[ოსკანიანიs ხმა] "კომიის სომეხ წევრებს მოვუწოდე, შეაფასონ თავიანთი ექვსთვიანი მუშაობა, აწონ-დაწონონყველაი დადებითი და უარყოფითი მხარე, ნახონ, მიაღწიეს თუ არა რაიმე წარმატებას და გადაწყვიტონ შემდგომი ნაბიჯები".

კომიის წევრებს სჯერათ წარმატებისა. მათი თქმით, კომისიის თურქი წევრები, მათ შორისაა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისიტრი ილთერ თურქმენი, ფიქრობენ, რომ თურქეთმა სომხეთს ეკონომიკური ბლოკადა უნდა მოუხსნას.

თურქეთის მთავრობა არ ემხრობა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას და საზღვრების გახსნას სომხეთთან, სანამ ერევანი არ აღიარებს მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის იურისდიქციას.

ამ დროს თურექთ-სომხეთის შერიგების კომისიის წევრების აზრით, ეს შეხვედრის წამყვანის დევიდ ფილიპსის ანგარიშშიც აისახა, ვაჭრობა და ტრანსპორტი სომხეთსა და თურქეთს შორის ხელს შეუწყობს შერიგების პროცესს.

აღსანიშგნავია, რომ ამ შეხედრის წამყვანი, დევიდ ფილიპსი,: შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG