Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი ლტოლვილების მდგომარეობა პაკისტანში


ელენე ლორთქიფანიძე ორი ათეული წლის განსავლობაში პაკისტანში ორ მილიონზე მეტი ავღანელი ლტოლვილი აღმოჩნდა. იათი უმრავლესობა ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს.

ერთერთ ასეთ ბანაკზე, რომელიც პაკისტანის ქალაქ ფეშავარიდან 20 კმ-ის დაშორებით ხრიოკ უდაბნოში მდებარეობს ელენე ლორთქიფანიძე მოგითხრობთ.

ბაბუში, ასე ჰქვია ბანაკს, თიხით შელესილ ფაცხებში 10 ათასი ოჯახი ცხოვრობს. 50 ათასი ადამიანი. თითქმის ყველა ეთნიკური თურქმენები.

ბაბუ, სცვა ბანაკებისგან განსახვავებით თითქმის მთლიანად თვითდაფინანსებაზეა. არც პაკისტანის მთავარობა და არც საერთაშორისო ორგანიზაციები მას არ ეხმარება.

ლტოლვილები თავს ქსოვით ირჩენენ. საქსოვი მანქანა თითქმის ყველა ოჯახს აქვს. ხალიჩის ქსოფით მიღებული ფულით ისინი ყიდულობენ სურსათს, იხდიან ბინის ქირას და წყლის ფუოს. წყაოი მათ სარწყავი არხით მიეწოდება.

მაგრამ 11 სექტემბრის შემდეგ ნოხებზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე შეწყდა და ლტოლვილების შემოსავლის ერთადერთი წყაროც დაიწრიტა.

ერთი მეტრი ნოხის მოქსოვას ერთი თვე სჭირდება. და ამ ერთ მეტრში ბაბუს მქსოველი 1400 რუპიას - 23 დოლარს- იღებდა. 11 სექტემბრის შემდეგ ერთ მეტრ ნოხში 500 რუპიას –დაახლოებით 9 დოლარს იძლევიან.

39 წლის აბდულ ვაკილი ბაბუში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს. სახლში დაბრუნების იმედი მას ჯერაც არ დაუკარგავს. ბოლოს და ბოლოს ქსოვა ყველგან შეივლება, მთავარია უსაფრთხოებაო, ამბობს ის.

[ვაკილის ხმა] “ჩვენ გვინდა დაბრუნება და დავბრუნდებით კიდეც, მაგრამ ვერ ვენდობით ხალხს, განსაკუთრებით ამჟამინდელ მთავრობას. თუ გაერო და შეერთებული შტატები, ან სხვა რომელიმე ქვეყანა, ავღანეთში მშვიდობისადმი ინტერესს გამოიჩენენ, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. რადგან უმცირესობა ვართ, მივესალმებით ნებისმიერ მთავრობას, რომელიც კი მშვიდობას დაამყარებს.”

ჯერჯერობით კი ისინი იძულებული არიან მათხოვრობით ირჩინონ თავი. ბანაკს გარეთ ლეგალურად მუშაობის უფლება მათ არა აქვთ. ბავშვები ვერ იღებენ ნორმალურ განათლებას.
ერთი მოლა, თვით ლტოლვილი, 160 ბავშვს, მათ შორის 50 გოგონას, რელიგიის უფასო გაკვეთილებს აძლევს. ეს ბანაკის ბავშვთა საერთო რიცვის ერთ პროცენტსაც არ შეადგენს. მოლა აღიარებს, რომ მისი გაკვეთილები სრულიად არ არის საკმარისი: [მოლას ხმა] “ჩვენს შორის არ არიან მასწავლებლები და არც მათი მოსაყვანი ფული გვაქვს. ამიტომ მოწაფეებს მხოლოდ რელიგიის სახელმძღვანელოებით ვასწავლით.”

პაკისტანის დახმარებაზე, განსაკუთრებით 11 სექტემბრის შემდეგ, ოცნებაც კი არ შეიძლება. მთავრობამ შეკვეცა დახმარების პროგრამები, გადაკეტა საზღვრები ახაოი ლტოლვილების წინაშე.

როგორ ნენსი დუპრე, ჰუმანიტარული დახმარებისს აერთაოშორისო ოგანიზაციიდან, ამბობს რომ ისლამაბადის თვალთახედვიდან ეს გასაგებია.
ნენსი დეპრე ლეგენდარული პიროვნებაა. 1949 წელს მან დატოვა ამერიკა და გადასახლდა ავღანეთში, სადაც 1989 წლამდე რჩებოდა. ამ ხნიდან მოყოლებული ის პაკისტანში ლტოლვილებს ეხმარება.

დუპრე ამბობს, რომ პაკისტანი ორი ათეული წლის განმავლობაში ზრუნავდა ორ მლიონზე მეტ ლტოლვიზე და რომ ამის მაგალითი მსოფლიოში არ მოიძებნება.

[დუპრეს ხმა] “ამას საფუძვლად უდევს ორი კულტურული ფენომენი. პირველი. ლტოლვითა უმრავლესობა პუშტუნებია და პუშტუნების ღირსების კოდექსით” პუშტუნი უნდა დაეხმაროს პუშტუნს. შემდეგ არის ისლამი, და ყოველი მუსლიმანი უნდა ეხმარებოდეს მუსლიმანს. ეს ორი პრინციპი, ეს ორი ტრადიციას მოქმედებს ყველაგან, მაგრამ ახლა როცა ეს 20-25 წეოს გრძელდება, ხალხი დაიღალა.”

11 სექტმებრის შემდეგ ლტოლვილების პრობლემას პატრონი არ ჰყავს, ყველა ცდილობს ის სხვას გადაულოცოს.

პაკისტანმა, სურს რა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეუმსუბუქოს მას ფინანსური ტვირთი, მნიშვნელოვნად შეკვეცა დახმარება ლტოლვილებისთვის. ახალი ბანაკების დაარსება თვით ავღანეთის ტერიტორიტორიაზეა საჭირო, თვლის ისლამაბადი.გარდა ამისა, პაკისტანი ამტკიცებს, რომ გვალვას გამოქცეული ავღანელები არა ლტოლვილებად, არამედ ეკონომიკურ მიგრანტებად უნდა ჩაითვალონ. დუპრე არ ეთანხმება ამ აზრს, ვინაიდან ეს ხალხი უკეთესი ცხოვრებისთვის კი არ ტოვებს სახლს, არამედ შიმშილით სიკვდილს გაურბის.

დებატები ლტოლვილების შესახებ პაკისტანის პრესაშიც დაიწყო. ჟურნალისტები ახლა რეგულარულად ადანაშაულებენ ავღანელ ლტოვილებს, რომ იმინი სწოვენ ქვეყნის ისედაც მწირი რესურსებს ეკონომიკური სიძნელეების პერიოდში.

დუპრეს თქმით, კეთილი გუნებაგანწყობა გაქრა. ყველა თავის საკუთარ გაჭტრებაზე ლაპარაკობს. ავიწყდებათ, რომ ეს მათ საქმე ციფრებთან კი არა ცოცხალ ადამიანნებთან აქვთ
XS
SM
MD
LG