Accessibility links

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა ჰამიდ

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა ჰამიდ კარზაიმ მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას - დაეხმაროს ხელისუფალთ საერთაშორისო ტერორისტის ოსამა ბინ ლადენისა და თალიბების ლიდერის მოლა მოჰამად ომარის დაკავებაში

რათა ისინი წარსდგნენ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. კარზაიმ განაცხადა, რომ კვლავაც უცნობია ბინ ლადენისა და მოჰამად ომარის ადგილსამყოფელი. მან უარყო ამასთანავე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ომარი თითქოსდა პუშტუნების ერთ-ერთი ლიდერის-ნაჯიბულას რაზმელებმა დაატყვევეს. დღესვე, პაკისტანის პრეზიდენტის წარმომადგენელმა რაშიდ ქურეშიმ უარყო ცნობა, რომ ბინ ლადენი, თითქოსდა პაკისტანშია. ქურეშის თქმით, პაკისტანმა დამატებითი ზომები მიიღო ავღანეთთან საზღვრის გასამაგრებლად, რათა ტერორისტებმა და თალიბების ლიდერებმა ვერ შესძლონ პაკისტანის ტერიტორიაზე გადასვლა.
XS
SM
MD
LG