Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ


პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო ძალისხმევას.

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო ძალისხმევას.
ისრაელის საბრძოლო შვეულმფრენებმა დარტყმები მიაყენეს დღეს პალესტინელთა უშიშროების სამსახურის ობიექტებსა და შენობას, რომელშიც იასირ არაფატს პირადი დაცვაა განთავსებული. იუწყებიან, რომ რეიდის შედეგად არავინ დაშავებულა. საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, შენობები წინასწარ იქნა ევაკუირებული, ვინაიდან პალესტინელები მოელოდნენ ისრაელის მხრიდან თავდასხმას. ერთი კვირის წინ, პალესტინელი ტერორისტების მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად იერუსალიმსა და ხაიფაში 25 ადამიანი დაიღუპა.ისრაელი აცხადებს, რომ პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი-იასირ არაფატი არ ღებულობს სათანადო ზომებს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.
XS
SM
MD
LG