Accessibility links

logo-print

ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა დღეს ინტენსიურად დაბომბეს


ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა დღეს ინტენსიურად დაბომბეს ტორა-ბორა: გამოქვაბულების კომპლექსი აღმოსავლეთ ავღანეთში, რომელიც ალ ყაიდის ბაზად ითვლება.

ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა დღეს ინტენსიურად დაბომბეს ტორა-ბორა: გამოქვაბულების კომპლექსი აღმოსავლეთ ავღანეთში, რომელიც ალ ყაიდის ბაზად ითვლება.
ამასობაში, ჩრდილოეთის ალიანსის ძალები ტორა ბორაზე სახმელეთო იერიშისთვის ემზადებიან. კორესპონდენტების ცნობით, კომპლექსი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ იბომბება, და მთელი მიდამო ბოლსა და მტვერშია ჩაფლული. როგორც ვარაუდობენ, გამოქვაბულებსა და მათ ზემოთ, ტყეებში არის ტერორიზმში ეჭვმიტანილი ოსამა ბინ ლადენის სამალავი. ერთ-ერთ ცნობაში ნათქვამი იყო, რომ ბინ ლადენი დაახლოებით ათასი მეომრის თანხლებით ტყეში იმალება. მოგვიანებით ეს ცნობა უარყვეს. როგორც დღეს ვაშინგტონში განაცხადა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების სარდლობის თავმჯდომარემ, გენერალმა რიჩარდ მაიერსმა, სარდლობისათვის პრინციპში ცნობილია ბინ ლადენის ადგილსამყოფელი, და ამერიკელი ჯარისკაცები განაგრძობენ მის შეპყრობაზე მუშაობას. მისი თქმით, ბინ ლადენი ჯერ კიდევ ავღანეთში ეგულებათ, ოღონდ არა აქვთ მითითება მის ზუსტ ადგილსამყოფელზე. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პოლ ვოლფოვიცს პირობა აქვს დადებული, რომ მისი ქვეყანა შეიპყრობს ბინ ლადენსა და თალიბების ლიდერს, მოლა მოჰამად ომარს - იქნება ეს ავღანეთში, თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში, თუ ისინი გაქცევას მოახერხებენ.
XS
SM
MD
LG