Accessibility links

logo-print

მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტში შეიქმნება


მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტში შეიქმნება ახალი ფრაქცია, ნაციონალური მოძრაობა საქართველოსთვის, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზნად - ვადამდელ არჩევნებს ასახელებენ

მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტში შეიქმნება ახალი ფრაქცია, ნაციონალური მოძრაობა საქართველოსთვის, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზნად - ვადამდელ არჩევნებს ასახელებენ
. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერ პრესს უთხრა მომავალი ფრაქციის თავმჯდომარემ, კოტე კემულარიამ. კემულარიას განცხადებით, ფრაქციაში უკვე 14 კანონმდებელი შევიდა – უმეტესწილად დამოუკიდებელი დეპუტატები. სავარაუდოდ 2-3 წევრი შევა ფრაქცია მოქალაქეთა კავშირიდან, მიმდინარეობს აგრეთვე მოლაპარაკებები სხვა ფრაქციების წევრებთან. ასევე კემულარიას განცხადებით, ფრაქციის თანათავმჯდომარე იქნება ელდარ შენგელაია, ხოლო ბირთვს შექმნიან რეფორმატორებად ცნობილი დეპუტატები- მიხეილ სააკაშვილი, კობა დავითაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ლადო ჭიპაშვილი.
XS
SM
MD
LG