Accessibility links

ჩრდილოეთი ისრაელის ზღვისპირა ქალაქ


ჩრდილოეთი ისრაელის ზღვისპირა ქალაქ ჰაიფაში დღეს ხალხით სავსე გზაჯვარედინზე თავი აიფეთქა თვითმკვლელმა მოიერიშემ და მსუბუქად დაჭრა 11 ადამიანი.

ჩრდილოეთი ისრაელის ზღვისპირა ქალაქ ჰაიფაში დღეს ხალხით სავსე გზაჯვარედინზე თავი აიფეთქა თვითმკვლელმა მოიერიშემ და მსუბუქად დაჭრა 11 ადამიანი.
პალესტინელთა ამ და სხვა თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების გაშლით დაიმუქრა. გასული კვირის მიწურულს, იერუსალმისა და ჰაიფაში თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ 26 ადამიანის მოკვლის შემდეგ, ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა დარტყმები მიაყენეს პალესტინელთა უშიშროების ობიექტებს, ხოლო არმიამ სახმელეთო იერიშები მიიტანა პალესტინელთა ავტონომიურ რაიონებზე. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ერთ-ერთი ასეთი ოპერაციისას ისრაელის არმიამ სულ ცოტა ოთხი პალესტინელი მოკლა და ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 30 კაცი დააკავა. დღეს დამასკოში შეიკრიბნენ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ ასადი და ეგვიპტის პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი. როგორც ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სანა იუწყება, მათ მოუწოდეს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, აიძულონ ისრაელი, შეწყვიტოს სამხედრო დარტყმები პალესტინელთა ობიექტებზე. ხოლო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა, რომელიც დღეს ყაზახეთიდან მოსკოვში ჩაფრინდა, გზად დაგმო პალესტინელთა თავდასხმები და მათთვის წერტილის დასმა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG