Accessibility links

logo-print

ამერიკული ავიაგამანადგურებელი სულ უფრო ინტენსიურად

ამერიკული ავიაგამანადგურებელი სულ უფრო ინტენსიურად ბომბავენ ტორა ბორას – გამოქვაბულების კომპლექსს აღმოსავლეთ ავღანეთში, სადაც (დაზვერვის ინფორმაციით) ოსამა ბინ ლადენი და მისი ტერორისტული ორგანიზაცია, ალ-ყაიდის მეომრები იმალებიან.

როგორც კორესპონდენტები იუწყებიან, დღეს ტორა ბორა ყოველ ნახევარ საათში ერთხელ იბომბებოდა და იქაურობა კვამლსა და მტვერში იყო გახვეული. როგორც დღეს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, დიკ ჩეინიმ განაცხადა, ავღანეთში ბოლო ხანს მოპოვებული ვიდეოჩანაწერი ცხადჰყოფს, რომ ბინ ლადენი დგას სექტემბრის ტერაქტების მიღმა. ეს ვიდეოჩანაწერი საჯაროდ არ უჩვენებიათ. ამასობაში ავღანელების ლიდერები ემზადებიან ტორა ბორაზე სახმელეთო იერიშისათვის, ხოლო პაკისტანმა განაცხადა, რომ ავღანეთთან საზღვარზე გააგზავნა დამატებითი სამხედრო შენაერთები და შვეულმფრენები, გასაქცევი გზის მოსაჭრელად.
XS
SM
MD
LG