Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მომავალი, გარდამავალი პერიოდის მთავრობის


ავღანეთის მომავალი, გარდამავალი პერიოდის მთავრობის ხელმძღვანელი, ჰამიდ კარზაი დღეს ყანდაარში უძღვებოდა შეხვედრას ორი მოქიშპე ფრაქციის მონაწილეობით.

ავღანეთის მომავალი, გარდამავალი პერიოდის მთავრობის ხელმძღვანელი, ჰამიდ კარზაი დღეს ყანდაარში უძღვებოდა შეხვედრას ორი მოქიშპე ფრაქციის მონაწილეობით.
ლაპარაკია ყანდაარის ყოფილ გუბერნატორზე, გულ აღასა და მოლა ნაჯიბულაზე, რომელსაც ყანდაარის მმართველობა იქიდან თალიბანის წასვლის შემდეგ გადაეცა. მათი დაპირისპირება პროვინციის ქაოსში ჩათრევის საფრთხეს ქმნის. მოლაპარაკების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. კარზაიმ გასული კვირის მიწურულს მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვით თალიბანის მთავარი დასაყრდენი პუნქტი, ყანდაარი, მუჯაჰედინთა ყოფილ სარდალს, ნაჯიბულას ჩააბარეს. მაგრამ ამ გარიგებამ გააჯავრა აღა, რომელმაც ამასობაში ქალაქში თავისი ყოფილი ოფიციალური რეზიდენცია დაიკავა. დღესვე მოსული ინფორმაციით, თალიბების ყოფილი ოფიციალური წარმომადგენლების ერთმა ჯგუფმა ისლამაბადში მხარდაჭერა გამოუცხადა ავღანეთის შესახებ გაეროს შუამავლობით შედგენილ პოლიტიკურ გეგმას. თუმცა ამავე ჯგუფის თქმით, გეგმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ მისი განხორციელებისას სამართლიანად იქნებიან წარმოდგენილი ეთნიკური ჯგუფები.
XS
SM
MD
LG