Accessibility links

კვირას საფრანგეთმა დაიწყო ავღანეთში დახმარების


კვირას საფრანგეთმა დაიწყო ავღანეთში დახმარების ტვირთის შეტანა, რომელსაც აქამდე უზბეკეთში აგროვებდნენ.

კვირას საფრანგეთმა დაიწყო ავღანეთში დახმარების ტვირთის შეტანა, რომელსაც აქამდე უზბეკეთში აგროვებდნენ.
ხოლო გაეროს ჰუმანიტარული მისიის მუშაკები ამ დღეებში განაახლებენ მუშაობას ჩრდილოეთი ავღანეთის ქალაქ მაზარ ი შარიფში. დღეს, უზბეკეთიდან სურსათით და სხვა სახის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა ბორანმა გადაჭრა მდინარე ამუ დარია, რომელიც ორ ქვეყანას ჰყოფს. იმავდროულად გაიხსნა ოთხი წლის მანძილზე გადაკეტილი მეგობრობის ხიდი უზბეკეთიდან. რაც შეეხება მაზარ ი შარიფს, გაერომ დღეს გამოაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების უცხოელი მუშაკები ამ დღეებში განაახლებენ ქალაქში მუშაობას, რახან იქ გამოსწორდა ვითარება უშიშროების თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG