Accessibility links

მოსკოვში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ


მოსკოვში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, კოლინ პაუელთან.

მოსკოვში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, კოლინ პაუელთან.
პაუელის თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს დიდი მანძილი აღარ აშორებთ ბირთვული იარაღის შეკვეცის საკითხში შეთანხმების მიღწევისგან. თუმცა, როგორც სახელმწიფო მდივანმა დასძინა, კვლავინდებურად განსხვავებულია ორი ქვეყნის პოზიციები 1972 წლის ანტიბალისტიკური ხელშეკრულების გაუქმება-არგაუქმების საკითხში. პაუელი მიესალმა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ფაქტს, ხოლო ვლადიმირ პუტინმა მაღალი შეფასება მისცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ავღანეთში.
[პუტინის ხმა] “მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო ამერიკელ კოლეგებს იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ ავღანეთში ჰუმანიტარული ოპერაციის მსვლელობაში გაგვიწიეს. განსაკუთრებით იმ დახმარებისთვის, რომელიც თქვენმა სამხედრო სპეციალისტებმა ბაგრამის აეროპორტში ჩვენს სპეციალისტებს გაუწიეს. იქ ისინი მჭიდროდ და ეფექტიანად თანამშრომლობდნენ.” ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კოლინ პაუელი ბერლინში გაემგზავრა. გერმანიის კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან ერთად, პაუელი განიხილავს ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.
XS
SM
MD
LG