Accessibility links

logo-print

ანტიკორუფციული ბიურო და იუსტიციის სამინისტრო გადასახდის ამკრეფთა მოსყიდვას ახალი კანონპროექტით უპირისპირდებიან


მინისტრთა ახალი შემადგენლობით გამართულ პირველსავე სამთავრობო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში ტემპი დაეცა.

ქვეყნის უმაღლესი პირის ამ შენიშვნას ანტიკორუფციული ეროვნული ბიურო 11 დეკემბერს ახალი კანონპოექტის განხილვით გამოეხმაურა. “ანტიკორუფციონელთა” განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულმა ცვლილებების პროექტმა წერტილი უნდა დაუსვას საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში მრავლობითი ცვლილების მანკიერ პროცესს, რომლითაც თავის მხრივ გადასახადის ამკრეფთა მოსყიდვას და გადასახადის დამალვას ეწყობა ხელი.

საქართველოში კორუფციას საზოგადოების სამართლებრივი ნიჰილიზმი და არაეფექტური საკანონმდებლო ბაზა ასაზრდოებს. სწორედ ამ თვალსაზრისით კორუფციასთან ბრძოლის სახელმწიფოებრივ პროგრამაში ერთ-ერთი საკვანძო ადგილი ერგო იუსტიციის სამინსტროს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის ივლისის განკარგულებით ძირითადი ანტიკორუფციული ღონისძიებების საკანონმდებლო უზრუნველყოფა დაეკისრა. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მიკა გოგიაშვილის განცხადებით მათ რიცხვში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა კანონპროექტზე “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის შესახებ”, რომლის ამოქმედების აუცილებლობაზე საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმეჯერ ღიად მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმაც მიანიშნეს.
[მიკა გოგიაშვილის ხმა]

გარადა ამისა, ანტიკორუფციული თორმეტკაცას რეკომენდაციით მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე იუსტიციის სამინისტროს უნდა მოემზადებინა შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში კორუფციის მასაზრდოებელი კიდევ რამდენიმე “შავი ხვრელის” ამოსაქოლავად. ამ შემთხვევაში საქმე შეეხება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტს, რომელმაც, ანტიკორუფციონელტა ოპტიმისტური პროგნოზით, წერტილი უნდა დაუსვას ყოველწლიური ცვლილებების მანკიერ პროცესს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობაში.

გოგიაშვილის განცხადებით, საბიუჯერტო წლის განმავლობაში საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობაში ასეთი კონვეიერული ცვლილებების პრაქტიკა იწვევს საქმიანი წინადადებებისა და ინვესტიციების შემცირებას და საბოლოო ჯამში ამცირებს საგადასახადო ბაზას. ამიტომ ახალი პროექტით აღნიშნული ცვლელების შესახებ კანონპოექტის მიღება, ბიუჯეტის მიღების პარალელურად უნდა მოხდეს.

როგორც 11 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, იუსტიციის სამინისტროს, ანტიკორუფციულ ბიუროს შენიშვნების გათვალისწინებით მომზადებული აქვს სათანადო კანონპროექტი, რომელიც სულ მალე პრეზიდენტის მიერ პარლამენტში იქნება წარდგენილი. ერთიანი პოზიციები არსებობს ლიცენზირების კანონპროექტთან დაკავშირებითაც. ერთადერთი, რაშიც იუსტიციის ახალ მინისტრ როლანდ გილიგაშვილს განსხვავებული თვალსაზრისი გააჩნია, ავტომანქანების რეგისტრაციის საკითხია. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ პრობლემატიკას გილიგაშვილი “ძალისმიერი” უწყებების სამართლებრივი რეფორმის ჭრილში განიხილავს.
[როლანდ გილიგაშვილის ხმა]

თუმცა, როგორც გაირკვა, იუსტიციის სამინისტროს მის წინაშე მდგარი ფინანსური პრობლემების გამო აშკარად გაუჭირდება მთლიანად საკუთარ თავზე აიღოს სამართლებრივი რეფორმის საკანონმდებლო უზრუნველყოფა. მით უფრო იმ პირობებში, როცა შესაბამისი დარგობრივი საპარლამენტო კომიტეტები კანონშემოქმედებით პროცესში მთავარ უპირეტესობას რაოდენობას ანიჭებენ და არა კანონთა შინაარსს.
XS
SM
MD
LG