Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელთა რაზმების მეთაურებმა, რომლებიც ქვეყნის

ავღანელთა რაზმების მეთაურებმა, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთში ცდილობენ ორგანიზაცია ”ალ ყაიდის” მეომართა განდევნას მთიანი გამაგრებული რაიონიდან, მათ წარუდგინეს ახალი ულტიმატუმი – იარაღის დაყრა ხვალ დილამდე.

მათი თქმით ”ალ ყაიდის” ხელმძღვანელთა დანებების შემთხვევაში ალყაშემორტყმულებს შეეძლებათ დაუბრკოლებელად გავიდნენ თორა ბორის რაიონიდან.

როგორც სააგენტო ფრანს პრესი იტყობინება, ულტიმატუმის შესახებ გამოაცხადა ქალაქ ჯალალაბადის მერმა ღაფარმა.

კონკრეტულად სად იმყოფება ბინ ლადენი, ცნობილი არ არის. შეერთებული შტატები არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ბინ ლადენი დაკავებულ და გასამართლებულ უნდა იქნეს. ავღანეთში შეერთებული შტატების ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა კენტონ კითმა თქვა, რომ ”ალ ყაიდის” ზოგიერთმა წევრმა მოახერხა მეზობელ პაკისტანში გაქცევა. მაგრამ, მისი სიტყვებით, ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ თორა ბორაში ალყაშემორტყმული მეომრების უდიდესი ნაწილი ვერ მოახერხებს თავის დახსნას.

დღეს დილას, პირველი ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, ამერიკის ავიაციამ განაახლა ”ალ ყაიდის” პოზიციების დაბომბვა.
XS
SM
MD
LG