Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხელისუფალნი ართულებენ


მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხელისუფალნი ართულებენ იმიგრანტების ჩასვლას, - განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უწყების ხელმძღვანელმა რუუდ ლიუბერსმა.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხელისუფალნი ართულებენ იმიგრანტების ჩასვლას, - განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უწყების ხელმძღვანელმა რუუდ ლიუბერსმა.

ჟენევაში, ლტოლვილთა პრობლემებისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენციის გახსნაზე ლიუბერსმა აღნიშნა, რომ ამერიკაში 11 სექტემბერს განხორციელებული ტერქტების შემდეგ მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, გაამკაცრა საიმიგრაციო კანონები. გაეროს უწყების ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ლოტოლვილებს ახლა უფრო გაუჭირდებათ თავშესაფრის პოვნა.
1951 წელს 120-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი კონვენციას ლტოლვილთა შესახებ. ასეთი დოკუმენტის აუცილებლობა წარმოიშვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხალხის მასობრივი გადაადგილებების გამო.
XS
SM
MD
LG