Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა


თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე დოკუმენტი ,,გაეროს გენმდივნის მეგობარმა ჯგუფმა”, რომელიც აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, რუსეთსა და გერმანიას აერთიანებს

თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე დოკუმენტი ,,გაეროს გენმდივნის მეგობარმა ჯგუფმა”, რომელიც აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, რუსეთსა და გერმანიას აერთიანებს
უკვე შეათანხმა და ახლო მომავალში მოლაპარაკების პროცესის გასაახლებლად საქართვეოლს და აფხაზეთის მხარეებს შესთავაზებენ. ამის შესახებ ოთხშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დიტერ ბოდენმა. მისი თქმით, ,,განსაკუთრებული აქტიურობა საჭიროა ქართული მხრიდან”, იმის გათვალისწინებით, რომ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების დარღვევით ოქტომბერში საქართველოს არმიის სამხედრო მოსამსახურეები კოდორის ხეობაში შეიყვანეს. დიპლომატმა თავი შეიკავა აფხაზეთის ზუსტი სტატუსის ფორმულირებისაგან, რომელიც ამ დოკუმენტშია დაფიქსირებული და აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გათვალისწინებულია მსოფლიო თანამეგობრობის პრინციპული პოზიცია. მან განაცხადა, რომ 30 ნოემბერს მოსკოვში პრეზიდენტების ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამ ხელი შეუწყო აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში წინსვლას.
XS
SM
MD
LG