Accessibility links

სულ ცოტა 8 ისრაელი დაიღუპა


სულ ცოტა 8 ისრაელი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა ახალი ტერაქტების შედეგად.

სულ ცოტა 8 ისრაელი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა ახალი ტერაქტების შედეგად.
დღეს საღამოს პალესტინელებმა ცეცხლი გაუხსნეს სამგზავრო ავტობუსს ებრაული დასახლება ემანუელის მახლობლად, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ინციდენტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 25-მდე დაიჭრა. რეიტერის სააგენტოს ანონიმმა სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ტერაქტისთვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს პალესტინელთა ორგანიზაცია ”ალ აქსას მარტვილები.” ამავე დროს ღაზის სექტორში ორმა პალესტინელმა აიფეთქა თავი სასტუმროს წინ ებრაული დასახლების მახლობლად. ტერორისტები დაიღუპნენ, დაიჭრა 4 ადამიანი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა დაუყოვნებლივ მოიწვია კაბინეტის სხდომა. შეერთებულმა შტატებმა პალესტინელთა ლიდერს, იასირ არაფატს, მოუწოდა სასწრაფოდ მიიღოს ზომები ტერორისტების დასაკავებლად.
XS
SM
MD
LG