Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დელიში, ინდოეთის პარლამენტის იერიშისას, დაიღუპა


დელიში, ინდოეთის პარლამენტის იერიშისას, დაიღუპა, სულ ცოტა, თორმეტი, ხოლო დაშავდა კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი. მოკლულთა შორის ექვსი ტერორისტია.

დელიში, ინდოეთის პარლამენტის იერიშისას, დაიღუპა, სულ ცოტა, თორმეტი, ხოლო დაშავდა კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი. მოკლულთა შორის ექვსი ტერორისტია.
მთავრობისა და პარლამენტის წევრთაგან არავინ დაშავებულა. იერიშის დროს შენობაში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ავტომატებით შეიარაღებულმა თავდამსმელებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს, მაგრამ დაცვის მიერ უკუგდებულ იქნენ. ორმხრივი სროლა საათნახევარს გაგრძელდა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. ინდოეთის მეზობელი პაკისტანი ტერაქტს ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა. ისლამაბადის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა, აზიზ ხანმა, მთავრობის სახელით, მკაცრად დაგმო თავდასხმა. შეერთებულმა შტატებმა ინციდენტს “ტერორიზმის აღმაშფოთებელი აქტი” უწოდა.
XS
SM
MD
LG