Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის


საქართველოში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მომავალ ვიზიტთან დაკავშირებით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს.

საქართველოში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მომავალ ვიზიტთან დაკავშირებით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს.
პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი აგრბამ, აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და ნატოს სხვა წევრები სამხედრო სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოსთან, რომელიც (ციტატა) “აფხაზეთის პოტენციური სამხედრო მოწინააღმდეგეა.” აგრბას თქმით, საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების მხარდაჭერით, ოქტომბერში, კოდორის ხეობაში პარტიზანებისა და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების შესვლა, თბილისის აგრესიულ განწყობას ადასტურებს და ეს განსაკუთრებით უარყოფით ფონს უქმნის თბილისში დონალდ რამსფელდის ვიზიტს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დონალდ რამსფელდი თბილისში შაბათს საღამოს, ერევნიდან ჩავა.
XS
SM
MD
LG