Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი


შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტებთან ოსამა ბინ ლადენის უშუალო კავშირს ადასტურებს.

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტებთან ოსამა ბინ ლადენის უშუალო კავშირს ადასტურებს.
40-წუთიან სამოყვარულო ფირზე, რომელიც სავარაუდოდ ყანდაარში, ნოემბრის შუა რიცხვებშია გადაღებული, ბინ ლადენი, ორ თანამოაზრესა და საუდის არაბეთის ერთ შეიჰთან ერთად, ტერაქტების შედეგებზე მსჯელობს. ბინ ლადენი აღნიშნავს, რომ ტერაქტებმა გაცილებით უფრო დიდი ნგრევა გამოიწვია, ვიდრე ის ელოდა. გარდა ამისა, როგორც მისი საუბრიდან ჩანს, ტერაქტების ზოგიერთი შემსრულებელი ბოლო წუთამდე ვერ ხვდებოდა, რომ სიკვდილზე მიდიოდა. ბინ ლადენის ნათქვამიდან ისიც ირკვევა, რომ ტერორისტთა ჯგუფს მოჰამედ ატა ხელმძღვანელობდა. პენტაგონის ცნობით, ფირი აღმოჩენილ იქნა აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში. ფირზე ჩაწერილი საუბარი არაბულ ენაზე მიმდინარეობდა და ინგლისურად იგი დამოუკიდებელმა მთარგმნელებმა თარგმნეს.
XS
SM
MD
LG