Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ავიაცია განაგრძობს აღმოსავლეთ


შეერთებული შტატების ავიაცია განაგრძობს აღმოსავლეთ ავღანეთში, ჯალალაბადის მახლობლად მდებარე თორა ბორის რაიონის დაბომბვას.

შეერთებული შტატების ავიაცია განაგრძობს აღმოსავლეთ ავღანეთში, ჯალალაბადის მახლობლად მდებარე თორა ბორის რაიონის დაბომბვას.
დღეს დილით ვადა ამოეწურა მეორე ულტიმატუმს, რომელიც პუშტუნთა რაზმების მეთაურებმა ორგანიზაცია “ალ-ყაიდის” მებრძოლებს წაუყენეს. ულტიმატუმი “ალ-ყაიდის” მეთაურთა გაცემას ითხოვდა. ზოგიერთი ცნობის თანახმად, “ალ-ყაიდის” ლიდერებმა ალყა გაარღვიეს და პაკისტანის საზღვრისკენ მიემართებიან. არის თუ არა მათ შორის ოსამა ბინ ლადენი, ცნობილი არ არის. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, რიჩარდ მაიერსის განცხადებით, “ალ ყაიდის” მეომრებს მათთან დაპირისპირებულ ძალებთან მოლაპარაკებისას დანებება არ შეუთავაზებიათ და ამიტომ ამ საკითხის განხილვა ვერც მოხდებოდა.
XS
SM
MD
LG