Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი მოზარდი


ისრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი მოზარდი, და დაჭრეს კიდევ შვიდი ადამიანი, რომლებიც სამშაბათს მოკლული ოთხი პალესტინელის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობდნენ.

ისრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი მოზარდი, და დაჭრეს კიდევ შვიდი ადამიანი, რომლებიც სამშაბათს მოკლული ოთხი პალესტინელის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობდნენ.
თვითმხილველთა ცნობით, შეტაკება ცერემონიის მონაწილეებსა და ისრაელ ჯარისკაცებს შორის მაშინ დაიწყო, როცა პროცესია ებრაელთა დასახლება ნეცერ ჰაზანის მიუახლოვდა. დღესვე, საღამოს, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში ისრაელის საბრძოლო შვეულმფრენებმა ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივი პოლიციის შენობას. დილით, ევროპის კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ პალესტინელთა თვითმმართველობის ხელმძღვანელად კვლავინდებურად იასირ არაფატს მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი მასთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს. ევროკავშირის განცხადებით, პალესტინის ავტონომია მომავალშიც მიიღებს ფინანსურ დახმარებას – ყოველთვიურად ათ მილიონ დოლარს.
XS
SM
MD
LG