Accessibility links

logo-print

როგორ იცავდა დევიდ კაჩინსკი - მკვლელის დამბეზღებელი ძმა - თავის ძმას სასიკვდილო განაჩენისგან


18 წლის განმავლობაში ეძებდა შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ტედ კაჩინსკის, უშედეგოდ.

კაშჩინსკი გამომძიებლებზე უფრო ჭკვიანი იყო, მათემატიკოსი გახლდათ და ამავე დროს იდეალებიც პოლიციის თანამშრომლებზე მაღალი ჰქონდა, იბრძოდა ტექნოლოგიის ბატონობის წინააღმდეგ, ბუნების დაცვისათვის, გენეტიკის მიღწევების ანტიადამიანური მიზნებით გმოყენების მომხრეთა წინააღმდეგ. ის განმარტოებით ცხოვრობდა, თავს ხეზე ჭრით და მათემატიკური ფორმულებით ირთობდა.

მაგრამ მას პარანოია სჭირდა. საკუთარი იდეალების განხორციელება ვერ მოახერხა და დაიწყო მათი დახოცვა, ვინც, მისი აზრით, ადამიანზე ტექნიკის ბატონობას ხელს უწყობდა. მაშინ 55 წლის კაშინსკი, წერილებში ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამონტაჟებაში გათვითცნობიერდა და ტერორისტობას შეუდგა. სულ 16 ბომბი დააგზავნა, სამი ადამიანი მოკლა, 22 დააშავა, მათგან რამდენიმე მძიმედ. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდო დააწესა კაჩინსკის ადგილსამყოფელის გამცემისთვის.

ტედს ჰყავს ძმა, დევიდი, მისგან სრულიად განსხვავებული, არარევოლუციურად განწყობილი, მორჩილი, არც ისე ნიჭიერი, ხან მასწავლებლად მუშაობდა, ხანაც ავტობუსის მძღოლად, უფრო მიამიტი და, რაც მთავარია, ტედის, მასზე 7 წლით უფროსი ძმის თაყვანისმცემელი, როგორც ჭკვიანისა და რადიკალური პოზიციის მქონე ადამინისა. ვინ იცის, ტედი კიდევ რამდენ, მისი აზრით, ბოროტების მსახურს გამოასალმებდა სიცოცხლეს, რომ არ მომხდარიყო ერთობ უჩვეულო ამბავი. გამოძიების ფედერალური ბიურო დათანხხმდა, ტედს, მკვლელს, რომელსაც დაეძებდა, მაგრამ რომელსაც ვერ აგნებდა და რომლისგანაც წერილებს იღებდა, შერთებული შტატების პრესაში, ისეთ პოპულარულ გაზეთებში, როგორიც "ნიუ იორკ ტაიმსი" და "ვაშინგტონ პოსტია", გამოექვეყნებინა მისი მანიფესტი, კაჩინსკის კოდური სახელის "უნაბომბერის" მანიფესტად წოდებული პროგრამა. სამაგიერორდ ტედ კაჩინსკი ჰპირდებოდა ხელისუფლებას, რომ ძალადობას აღარ მიმართავდა.

ეს იყო სავალალო შემთხვევა, რამაც კაჩინსკის ძმა მის კვალზე მიიყვანა. ძმა დევიდი, რომელმაც პოლიციას ტედზე მიუთითა, იხსენებს, რომ როცა გაზეთებში ეს მანიფესტი გამოქვეყნდა, მას პირველად მოუწია თავის მეუღლესთან "უნაბომბერზე" საუბარი. ცოლმა დევიდს უთხრა, რომ მახასიათებლები, რომლებიც გამოძიებამ დაადგინა, მას ეცნობოდა. ლინდას არასოდეს ენახა ტედი, თავისი მაზლი, მაგრამ მონათხრობით იცოდა, რომ ის იყო მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული, გაგონილი ჰქონდა, რომ ტედმა 27 წლის ასაკში პროფესორობას მიაღწია, ამავე დროს ლინდამ იცოდა, რომ ტედი ბუნების დამცველი იყო, რადიკალურად განწყობილი ტიპი და თანაც ხეზე ჭრა უყვარდა. ეს იყო ზუსტად ის, რასაც პოლიცია "უნაბომბერის", ამ ტერორისტის შესახებ იუწყებოდა. ლინდას ეჭვს, რომ ეს ტედი შეიძლებოდა ყოფილიყო, დევიდმა უარით უპასუხა, მაგრამ ცოლმა პირობა ჩამოართვა, რომ გაეცნობოდა გაზეთებში გამოქვეყნებულ მანიფესტს. დევიდი, როცა კითხვას შეუდგა, შეძრწუნდა, სულ უფრო მეტი აზრი, ფორმულირება და წინადადების წყობა ეცნო. ის იხსნებს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვინმე ძმის შინაგან სამყაროს აღწერდა და მე კი ვიცნობდი ამ სამყაროსო. როგორ უნდა ჩაებარებინა საკუთარი ძმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხალხისთვის, როგორ ჩაებარებინა ძმა სახელმწიფოსთვის, რომელიც სიკვდილით დასჯას არ ერიდება?

დევიდ კაჩინსკიმ ეს გააკეთა. ტელევიზიით გამოცხადდა, რომ ძმის მითითებით პოლიციამ ეს ერთობ საშიში ადამიანი დააკავა. ტედ კაჩინკის სიკვდილი მუსაჯეს. მაგრამ ძმა დევიდი, თითქოს ხელმეორედ დაიბადა და დაიწყო ბრძოლა იმისთვის, რომ ტედი არ მოეკლათ, რადგან მისთვის ცხადი იყო, რომ ტერორისტი ძმა ავადმყოფი იყო. დევიდის გამოფხიზლებაზე იმანაც იმოქმედა, რომ თავხედი ჟურნალისტები, რომლებიც მოსვენებას არ აძლევდენენ დღე და ღამე, პირდაპირ ეკითხებოდენენ, რას მოიმოქმედებთ, სიკვდილი რომ მიუსაჯონ თქვენს ძმასო. მოვლენებს ოდნავ წინ გავუსწრებ და გეტყვით, ახლახან დევიდ კაჩინსკიმ ნიუ იორკის ერთ ეკლესიაში თქვა, სასიკვდილო განაჩენი, ოსამა ბინ ლადენისთვისაც კი არ არის გამართლებულიო. ეს არის დღევანდელ ამერიკაში პოპულარული აზრი, მაგრამ მას, ვინც თავისი ძმა ჯალათს ჩააბარა, ასე ლაპარაკის უფლება ამერიკაში აქვს.

ძმის სასიკვდილო განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ამას კი მოითხოვდა არა მხოლოდ მართლმსაჯულება, არამედ მსხვერპლთა ნათესავები, საზოგადოებრივი აზრიც, დევიდ კაჩინსკიმ დიდხანს იბრძოლა სასჯელის უმაღლესი ზომის გაუქმებისთვის. მან, ჩანს, მოახერხა სწორად განემარტა იურისტებისთვის, რომ მისი მიზანი იყო მართლმსაჯულება და არა სამაგიეროს გადახდა და შურისძიება. შურისძიება, რომელიც ასე მოდაშია ჩვენს დროში განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებად გამოცხადებული ადამიანების მიმართ.
დევიდმა თავისას მიაღწია მას მერე, რაც საგაზეთო სტატიებით სატელევიზიო გამოსვლების საშუალებით, ხალხი დაარწმუნა, რომ მკვლელი ძმის სისასტიკეზე მძიმე, არამკვლელი ძმის უბედურებაა, ძმისა, რომელმაც ძმა გაყიდა. ტედს სასიკვდილო განაჩენი შეუცვალეს სამუდამო პატიმრობით, გამოაცხადეს რა პარანოიდული შიზოფრენიით ავადმყოფად. ამის შემდეგ დევიდის ცხოვრება საბოლოოდ შეიცვალა, ის თავის ჩვეულ სიმშვიდეს ვეღარ დაუბრუნდა და გახდა დირექტორი ორგნიზაციისა სახელწოდებით "ნიუ იორკელები სასიკვდილო განაჩენის წინააღმდეგ". დევიდი დაუმეგობრდა მათ, ვინც მასავის ძალადობის მსხვერპლი შეიქნა, ის მეგობრობს იმ ახალგაზრდა კაცის მშობლებთან, რომელმაც აბორტის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირა თავი და იმედგაცრუებულმა, ბოლოს გინეკოლოგიტური კლინიკის ორი თანამშრომელი დახოცა, თვითონ კი, ციხეში მოიკლა თავი, ასევე მისი მეგობარია კაცი, რომელმაც მასავით ძმა დააბეზღა და ძმამ, ვიეტნამის ომის ვეტერანმა, რომელსაც მუდამ მაშინდელი ხოცვა-ჟლეტა ესიზმრებოდა და ნარკომანი გახდა, ერთი ქალი მოკლა ცემით. მკვლელის ადვოკატი ლოთი გამოდგა, რომელმაც არაფერი გააკეთა, როცა მისი კლიენტის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვეყნეს. და ასე შემდეგ და ასე შემზდეგ.

ძალიან აქტუალურ შეკითხვასაც უსვამენ ახლა დევიდ კაჩინსკის: ბატონო კაჩინსკი, რას ურჩევდით მას, ვისაც თავის ძმაზე ეჭვი აქვს, რომ ციმბრის წყლულს ავრცელებს? კაჩინსკი პასუხობს, ვურჩევდი, რომ დაიცვას უდანაშაულო სიცოცხლე და მის ძმას კი ვუსურვებდი, მართლმსაჯულებას შეხვდეს და არ გახდეს შურისძიების მსხვერპლიო.

კაჩინსკიმ ის მიოლიონი დოლარი, რომელიც პოლიციამ მას გადაურიცხა როგორც გასამრჯელო, მსხვერპლს გაუნაწილა.
XS
SM
MD
LG