Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკს კასპიის მილსადენების დაფინანსების საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტია


კასპიის ენერგორესურსების საქმესთან უშუალოდ დაკავშირებული პირები აცხადებენ, რომ მსოფლიო ბანკი გასცემს კრედიტს კასპიის ენერგომატარებელთა ტრანსპორტირების პროექტების დასაფინანსებლად.

მაგრამ თვითონ ბანკი ამას არ ადასტურებს. მისი წარმომადგენლების თანახმად, ბანკს “წიაღისეულის ექსპლუატაციის” დაფინანსების პოლიტიკა საბოლოოდ გარკვეული არა აქვს.

მსოფლიო ბანკმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს უკვე თანხმობა განაცხადებინოს აზებაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთის მიმართულებით გამავალი მილსადენების დაფინანსებაზე. გასულ კვირაში საქართველოს საერთაშორისო სანავთობო კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჭანტურიამ თქვა, რომ თურქეთის საინფორომაციოს საგენტოს თანახმად, მსოფლიო ბანკი და სხვა საფინასნო ინსტიტუტები შაჰ დენიზის პროექტის 70 პროცენტს დააფინანსებენო. აზერბაჯანის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომისის თავმჯდომარემ სათარ საფაროვმა განაცხადა, რომ ბანკი აპირებს ბაქო ჯეიჰანის პრექტისთვის 200 მილიონი დოლარი გამოყოს.

ორივე ეს ცნობა ნაჩქარევი აღმოჩნდა. ჩვენი რადიოს კორესპონდენტს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უთხრა, რომ ბანკი, ამგვარი კრედიტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ადრეულ სტადიაზეა. აქვე გეტყვით, რომ ეს კორპორაცია ბანკის განყოფილებას წარმოადგენს, რომელიც განვითარებად ქვეყნებში პროექტების დაფინასნებით არის დაკავებული. კორპორაციის თანამშომლის თქმით, სჯა-ბაასი ამის შესახებ მიმდინარეობს, მაგრამ გამგეობისთვის განსახილველად ჯერ ჯერობით არ გადაგვიციათ.

მისივე თანახმად, საფინასნო ინსტიტუტს მიმართეს კომპანიებმა, რომლებიც ორი პროექტის განხორციელებაში არიან ჩაბმული და თხოვეს მიეღო მონაწილეობა მათ დაფინანსებაში. ამ პროქტებს, ცნობილია, როგორც თავისი სტრატეგიის ნაწილს, შეერთებული შტატების მთავრობა უწევს თანადგომას. ბანკი კი, იმავე თანამშრომლის სიტყვებით, ამგვარ თხოვნას ყურად იღებს და სერიოზული განხილვის საგნად აქცევს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ნავთობკომპანია “ბრიტიშ პეტროლიუმს” ორივე მილსადენის პროექტებში წამყვანის როლი აქვს. ბაქო-ჯეიჰანი 2 მილიარდ 800 მილიონიდან 900 მილიონამდე დაჯდება, შაჰ დენიზის გაზსადენის პროექტის ფასი კი მილიარდ სამასი მილიონია, ეს არის უფრო დიდი, 3 მილიარდიანი პროექტის ნაწილი. ორივე პროექტს ეხმარება შეერთებული შტატების “ექსპორტ-იმპორტ-ბენკი” და “ოვერსის პრაივიტ ინვესტმენტ კორპორეიშნი”.

მსოფლიო ბანკის საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენელმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, თქვა, რომ ნაადრევი იყო იმის თქმა, რომ ბანკი მონაწილეობს მათში, ან კიდევ რაიმე გადაწყვიტა. მან განმარტა, რომ ბანკი მუდმივად განიხილავს სხვადასხვა პროექტებს, მაგრამ არასოდეს ადგენს ვადებს, როდის რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივ მსოფლიო ბანკი პროექტების მაქსიმუმ მეოთხედის დაფინასნებას კისრულობს. მისი მხარდაჭერა სხვა კრედიტორებს უხსნის გზას პროექტებისკენ. მაგალითად ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკს.

როგორც გითხარით, მსოფლიო ბანკს ამ პროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. გაისად ის აპირებს, უფრო მკაფიოდ განსაზღვროს თავისი პოლიტიკა წიაღისეულის ექსპლუატაციის პროექტების დაფინანსებაში. ამ პროცესში ჩაბმული არიან მთავრობები, კომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციები. დრო კი არ იცდის. 2002 წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობა. 2005 წლისთვის მილსადენი მზად უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG