Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთს შორის “ჩარჩო”


საქართველოსა და რუსეთს შორის “ჩარჩო” ხელშეკრულების მომზადების პროცესთან დაკავშირებით 21 დეკემბერს თბილისში ბორის პასტუხოვი ჩავა

საქართველოსა და რუსეთს შორის “ჩარჩო” ხელშეკრულების მომზადების პროცესთან დაკავშირებით 21 დეკემბერს თბილისში ბორის პასტუხოვი ჩავა
საქართველოსა და რუსეთს შორის “ჩარჩო” ხელშეკრულების მომზადების პროცესთან დაკავშირებით 21 დეკემბერს თბილისში ჩავა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი, რომელიც ამავდროულად ორ ქვეყანას შორის “მეგობრობის კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ” ხელშეკრულების მომზადების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეა რუსეთის მხრიდან.
აღნიშნულ კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ, მხარეებს უკვე შემუშავებული აქვთ “ჩარჩო” ხელშეკრულების პროექტის საკუთარი ვარიანტი და პასტუხოვის ვიზიტის დროს სწორედ ამ პროექტებზე გაიმართება აქტიური მსჯელობა.
XS
SM
MD
LG