Accessibility links

logo-print

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა პარასკევს საღამოს


ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა პარასკევს საღამოს იერიში მიიტანეს პალესტინელთა ობიექტებზე ღაზის სექტორში.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა პარასკევს საღამოს იერიში მიიტანეს პალესტინელთა ობიექტებზე ღაზის სექტორში.
დღისით ისრაელის ჯარები შევიდნენ რიგ დასახლებულ პუნქტში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. შეტაკებებში დაიღუპა 8 პალესტინელი. რამდენიმე ათეული ადამიანი დააპატიმრეს. ისრაელის ჯარები შევიდნენ ღაზის სექტორში ლტოლვილთა ბანაკის, ხან იუნისის, ტერიტორიაზე. დანგრეულია რამდენიმე სახლი, რომელთაგან, როგორც ისრაელის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, ცეცხლს უშენდნენ ახლომდებარე ებრაულ დასახლებებს. ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა ”ჰამასმა” და ”ჰესბოლამ” განაცხადეს, რომ ისრაელის მოქმედებას ტერაქტებით უპასუხებენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პარასკევს თეთრ სახლში განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ დამყარდება მანამდე, სანამ პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG