Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციის პალესტინელთა


ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციის პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფებების წინააღმდეგ.

ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციის პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფებების წინააღმდეგ.
დღეს, გამთენიისას, ისრაელის ტანკები ქალაქ ბეით ხანუნში შევიდნენ, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში. ატეხილი სროლის შედეგად პალესტინელი პოლიციელი იქნა მოკლული, ორმოცამდე ადამიანი დაიჭრა. ხუთი პალესტინელი დააპატიმრეს. ისრაელის სარდლობამ ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
ბეით ხანუნი – ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასის საყრდენ პუნქტად ითვლება. ღაზის სექტორის სამხრეთში, ებრაული დასახლების გუშ კატიფის მახლობლად, ისრაელმა სამხედროებმა მოკლეს შეიარაღებული პალესტინელი, რომელმაც დასახლების ტერიტორიაზე სცადა შესვლა. ისრაელის ტანკები ქალაქ რაფაჰში შევიდნენ ეგვიპტის საზღვართან. წუხელ, ისრაელის ავიაციამ კვლავ მიაყენა დარტყმა პალესტინელთა ობიექტებს ღაზის სექტორში. რვა ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG