Accessibility links

შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობის


შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოება აქვს განზრახული - განაცხადა დღეს ბაქოში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა - დონალდ რამსფელდმა

შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოება აქვს განზრახული - განაცხადა დღეს ბაქოში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა - დონალდ რამსფელდმა
აზერბაიჯანის პრეზიდენტთან - ჰეიდარ ალიევთან
მოლაპარაკების შემდეგ. რამსფელდს მიაჩნია, რომ
შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობა
აზერბაიჯანს მისცემს შესაძლებლობას უფრო აქტიურად ჩაებას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. აზერბაიჯანმა თავისი საჰაერო სივრცე გაუხსნა ავღანეთში მიმავალ შეერთებული შტატების სამხედრო – საჰაერო ძალების თვითმფრინავებს, მაგრამ ჯერჯერობით არ მიუცია თავის ბაზებზე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების განთავსების ნებართვა. ბაქოდან შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი – სომხეთს, ხოლო შემდეგ საქართველოს ეწვევა
XS
SM
MD
LG