Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების თავდაცვის მინსტრს, დონალდ


შეერთებული შტატების თავდაცვის მინსტრს, დონალდ რამსფელდს, მიაჩნია, რომ ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო ჯარის რიცხვი არ გადააჭარბებს 5 ათას ადამიანს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინსტრს, დონალდ რამსფელდს, მიაჩნია, რომ ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო ჯარის რიცხვი არ გადააჭარბებს 5 ათას ადამიანს.
დღეს ქაბულის მახლობლად, ბაღრამის ავიაბაზაზე გამოსვლისას რამსფელდმა თქვა, რომ სამშვიდობო კონტინგენტი გაეროს მანდატით იმოქმედებს და ოთხი-ხუთი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან იქნება შემდგარი. შეერთებული შტატები არ მიიღებს სამშვიდობო ჯარებში პირდაპირ მონაწილეობას. რამსფელდი ავღანეთში ჩავიდა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ვიზიტების შემდეგ. ბაღრამში მან მოლაპარაკებები გამართა ავღანეთის ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ჰამიდ კარზაისთან. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა სი-ენ-ენ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბინ ლადენი ცოცხალია და თავისუფალია. ამერიკის ხელისუფლებას არ მოეპოვება ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. პაუელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბინ ლადენს აუცილებლად შეიპყრობენ.
XS
SM
MD
LG