Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისიის პრეზიდენტის რომანო პროდის


ევროპის კომისიის პრეზიდენტის რომანო პროდის თქმით, პოლიტიკური საბჭო, რომელიც კვირის ბოლოს ჩატარებულ ევროპის კავშირის სამიტზე შეიქმნა, გზას ხსნის ევროპის ახალი მომავლისკენ.

ევროპის კომისიის პრეზიდენტის რომანო პროდის თქმით, პოლიტიკური საბჭო, რომელიც კვირის ბოლოს ჩატარებულ ევროპის კავშირის სამიტზე შეიქმნა, გზას ხსნის ევროპის ახალი მომავლისკენ.
პროდის თქმით, საბჭო მომავალი წლის მანძილზე განსაზღვრავს უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს გაფართოებულ კავშირში. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მეთაურებმა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ’ესტენი აირჩიეს 105 წევრიანი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ. საბჭო კავშირის რეფორმირების შემდგომი ტალღის შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ევროკავშირის სამიტზე ოფიციალურად დაასახელეს 10 სახელმწიფო, რომლებიც შეიძლება გახდნენ კავშირის წევრები 2004 წელს. ესენია: უნგრეთი, კიპროსი, მალტა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ჩეხეთის რესპუბლიკა. შაბათს ბრიუსელში დასრულებული სამიტის დასკვნით განცხადებაში დადებითადაა შეფასებული ევროპის კავშირში ბულგარეთისა და რუმინეთის შესვლის პერსპექტივებიც.
XS
SM
MD
LG