Accessibility links

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი იმედოვნებს, რომ 1994 წლის ანალოგიური დოკუმენტის ნაცვლად ახალი ,,ჩარჩო” ხელშეკრულების მომზადების თაობაზე რუსეთ-საქართველოს დელეგაციათა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, ,,საკითხთა ფართო სპექტრზე ორმხრივი საკმაოდ სერიოზული მოლაპარაკებების” დასაბამი გახდება.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 1994 წლის აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოახდინა. ზემოხსენებულის შესახებ განუცხადა პრაიმ-ნიუსს ირაკლი მენაღარიშვილმა, ახალ დოკუმენტზე მუშაობის დაწყების თაობაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბორის პასტუხოვის, თბილისში, 21 დეკემბერს დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე ,,ოპტიმისტურადაა” განწყობილი.
XS
SM
MD
LG