Accessibility links

logo-print

ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ 27-28

ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ 27-28 ნოემბერს სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტების შემსწავლელ ერთობლივ კომისიაში სამუშაოდ რუსეთი ახლო მომავალში თავის წარმომადგენლებს ჩართავს.

ამის შესახებ განუცხადა პრაიმ-ნიუსს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა. მისი თქმით, საქართველომ რუს კოლეგებს ახლახანს შეახსენა, რომ ასეთი კომისიის შექმნის შესახებ პრეზიდენტების ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმერ პუტინის შეთანხმება არსებობს. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამ კომისიაში თავისი წარმომადგენლები უკვე დანიშნა, - თქვა მინისტრმა. საქართველოს არ შეუძლია ამ საკითხის თაობაზე თავის პრეტენზიებზე უარი განაცხადოს, რამდენადაც მსგავსი აქციები მეზობელი სახელმწიფოსგან, ,,უბრალოდ დაუშვებელია”, - აღნიშნა მან.
XS
SM
MD
LG